ლა ლიგა ლოგოსა და სპონსორს იცვლის #1TVSPORT
ლა ლიგა ლოგოსა და სპონსორს იცვლის #1TVSPORT

2023-24 წლების სეზონიდან ესპანეთის ლა ლიგა ახალ ლოგოსა და ახალ სპონსორს მიიღებს.

ლა ლიგის ახალი ლოგოს ფოტოები ინტერნეტში არაოფიციალურად გავრცელდა.

ესპანურ ლიგას ეწურება კონტრაქტი ბანკ Santander-თან. ლა ლიგის ახალი სატიტულო სპონსორი გახდება კომპანია EA Sports-ი და ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ოფიციალური სახელწოდება იქნება – La Liga EA Sports FC.

სათამაშო მაისურებზე ნომრებიც შეიცვლება: ციფრები შესრულებული იქნება სპეციალურად შემუშავებული დიზაინით.