Kyivindependent – უნგრეთისა და ბულგარეთის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერთა დასკვნითი დოკუმენტიდან ამოღებულია ფრაზა უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანების პროცესის „რაც შეიძლება სწრაფად“ წინ წაწევის შესახებ
უნგრეთისა და ბულგარეთის ზეწოლის შედეგად, ევროკავშირის ლიდერთა 15-16 ოქტომბრის სამიტის დასკვნითი დოკუმენტიდან ამოღებულია ფრაზა ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის „რაც შეიძლება სწრაფად“ წინ წაწევის შესახებ, რომელიც დოკუმენტის საწყის ვერსიაში იყო ფორმულირებული, – ამის შესახებ kyivindependent-ი იტყობინება.
გამოცემა დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აღნიშნული ფრაზის ამოღება ბუდაპეშტმა და სოფიამ მოითხოვეს, რათა ტექსტი შეესაბამებოდეს ივნისის სამიტის ფორმულირებას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უნგრეთის მხრიდან ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო, ვინაიდან უნგრეთსა და უკრაინას შორის ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული ორმხრივი უთანხმოება უკვე მოგვარებული იყო და დარჩენილი კლასტერების გახსნაზე ღია პრეტენზიები აღარ არსებობდა.