კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარეს
კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარეს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სხდომას 69 დეპუტატი ესწრებოდა, რის გამოც საკითხს კენჭს ვერ უყრიდნენ.

„კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო, დღეს კენჭისყრა ვერ შედეგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭს ხვალ, პლენარულ სესიაზე უყრიან.

მომავალი წლის ბიუჯეტში ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონს შეადგენს, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 600 მილიონი ლარით მეტია.

დატოვე კომენტარი