კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენი ხმების 34-36%-ს მიიღებს, ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი კი – 18-19%-ს

13:31, 09.11.2026

კვლევითი ორგანიზაციის, Toluna Harris Interactive-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ხმების 34-36%-ის მიღებას შეძლებს, მეორე ადგილს კი ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონს 18-19%-ით უწინასწარმეტყველებენ. აღნიშნული შედეგი მას არჩევნების მეორე ტურში გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.

გამოცემა „როიტერი“ Toluna Harris Interactive-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარინ ლე პენი თავის მთავარ კონკურენტ ჟან-ლუკ მელანშონს მარტივად დაამარცხებს.

აღსანიშნავია, რომ მარინ ლე პენი 2017 და 2022 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ორივეჯერ მეორე ტურში დამარცხდა. რაც შეეხება ჟან-ლუკ მელანშონს, ის საპრეზიდენტო არჩევნებში 2012, 2017 და 2022 წლებში მონაწილეობდა, თუმცა ვერცერთხელ ვერ შეძლო მეორე ტურში გადასასვლელად საჭირო ხმების რაოდენობა.

ცნობისთვის, კვლევა Toluna Harris Interactive-მა 3-5 ნოემბერს ჩაატარა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2027 წლის 18 აპრილს გაიმართება.

მსგავსი