უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ ტრამვის შემდეგ კორტზე პირველად გასვლის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ თამაშის დროს ტკივილი არ მიგრძვნია“, – ციტირებს wimbledon.com კვიტოვას. – „რასაკვირველია, მეშინოდა პირველად კორტზე გასვლა, რაგდან არ ვიცოდი ხელზე როგორი რეაქცია მექნებოდა. მაგრამ ყველაფერი რიგზეა და მიხარია, რომ გამარჯვება ორ სეტში მოვიპოვე“.
„უიმბლდონის“ პირველ წრეში ჩეხმა ტუნისის წარმომადგენელი ონს ჟაბერი ანგარიშით 6:2 6:4 დაამარცხა.შემდეგ წრეში ის ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩს დაუპირისპირდება.