კვირკველია უგუნდო ვარსკვლავების სიაშია - ქართველი რიბერის, ლუისისა და ფალკაოს გვერდით დაასახელეს #1TVSPORT
კვირკველია უგუნდო ვარსკვლავების სიაშია - ქართველი რიბერის, ლუისისა და ფალკაოს გვერდით დაასახელეს #1TVSPORT

გამოცემა „სპორტ-ეკსპრესმა“ უგუნდოდ დარჩენილი ცნობილი მოთმაშეების სია გამოაქვეყნა და მათ შორის საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია მოხვდა.

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ ბევრი საინტერესო ფეხბურთელი უგუნდოდ დარჩა. რთულ პანდემიურ პერიოდში, გუნდები ასეთ მოთამაშეებს უფრო მეტი ინტერესით იწვევენ. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან საინტერესოა ან ოდესღაც იყო გამორჩეული.

გამოცემამ გაიხსენა კვირკველიას ინტერვიუდან პასუხი, სადაც ის „ლესტერში“ 2018 წელს ჩაშლილ ტრანსფერზე ლაპარაკობდა:

„ახლა ამაზე ძნელია პასუხის გაცემა. იმ დროში რომ დავბრუნდე, ავიღებდი ქაღალდს, ხელს მოვაწერდი და წავიდოდი, მაგრამ შემდეგ მე მივიღე განსხვავებული გადაწყვეტილება და „ლოკომოტივში“ დავრჩი“.

„ახლა ქართველი რუსეთის პრემიერლიგაში ავტოგოლების რაოდენობით რეკორდსმენია. 29 წლის მცველმა გასული სეზონი იჯარით გაატარა „როტორში“ და „ლოკომოტივში“ დაბრუნებისთანავე კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. 2017/18 წლების ჩემპიონს სურს თავისი ძალების გამოცდა ევროპაში, მაგრამ ჯერჯერობით თავისუფალი აგენტია“, – წერს გამოცემა.

საინტერესოა, რომ გამოცემა „სპორტ-ეკსპრესის“ სიაში მოხვდნენ – სერჟ ორიე (ტოტენჰემიდან წამოვიდა), დევიდ ლუისი (არსენალი), ფერნანდო (პეკინ გუანი), ფრანკ რიბერი (ფიორენტინა), რადამელ ფალკაო (გალათასარაი), დანიელ სტარიჯი (ტრაბზონი), ჯეკ უილშირი (ბორნმუთი), რაფაელ და სილვა (ბასაკშეჰირი).