საბა კვირკველია რუსეთის სუპერთასის შეხვედრას გამოტოვებს. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „ჩემპიონატთან“ მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა განაცხადა.
რუსეთის სუპერთასის მატჩი ხვალ, 6 ივლისს მოსკოვში, „ვითიბი არენაზე“ გაიმართება – ერთმანეთს რუსეთის თასის მფლობელი მოსკოვის „ლოკომოტივი“ და ჩემპიონი პეტერბურგის „ზენიტი“ დაუპირისპირდებიან.
სიომინმა ქართველი სპორტსმენის პრობლემები მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ახსენა და არც ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინში“ გამორჩენია, მის გადასვლას კი დანაკლისი უწოდა.
„ძალიან ვღელავ, რადგან ეს სეზონის პირველი თამაშია, რომელსაც ფაქტობრივად, ახალი გუნდით ვიწყებთ. გასული წლის შემდეგ რამდენი ფეხბურთელმა დაგვტოვა, მათ შორის კვარაცხელიამ. ამას გარდა, ტრავმის გამო ხუთი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. მაგალითად, კვირკველია, რომელიც გასული სეზონის შემდეგ დაშავდა და ჯერ კიდევ არ განკურნებულა. საბა ახლა მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს“, – აცხადებს იური სიომინი.
საბა კვირკველიამ ტრავმის გამო ივნისში ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარა და გიბრალტართან და დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის თამაშებიც გამოტოვა.