მერაბ კვირიკაშილი მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებს შორის დასახელდა. პრესტიჟულმა სარაგბო გამოცემა Ultimaterugby-მ ამჯერად იმ მოთამაშეთა ათეული შეადგინა, ვისაც სანაკრებო დონეზე გასული 10 წლის მანძილზე ყველაზე მეტი ქულა აქვს გატანილი. აღნიშნულ მორაგბეთა შორის ვეტერანი ბორჯრალოსანი მერაბ კვირიკაშვილი მოხდა, რომელმაც 2010-2019 წლებში 687 დააგროვა.
10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია) – 622 ქულა
9. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია) – 649 ქულა
8. მერაბ კვირიკაშვილი (საქართველო) – 687 ქულა
7. აიუმუ გორომარუ (იაპონია) – 687 ქულა
6. გრეგ ლეიდლოუ (შოტლანდია) – 714 ქულა
5. ლი ჰალფპენი (უელსი) – 739 ქულა
4. ნიკოლას სანჩესი (არგენტინა) – 748 ქულა
3. ჯონი სექსტონი (ირლანდია) – 765 ქულა
2. ფლორინ ვლაიკუ (რუმინეთი) – 789 ქულა
1. ოუენ ფარელი (ინგლისი) – 906 ქულა
გასულ კვირას კვირიკაშვილი კიდევ ერთ მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. ვეტერან ბორჯღალოსანს ეროვნულ ნაკრებში 115 კეპი აქვს და მის ანგარიშზე 833 ქულაა.