კვიპროსული გამოცემა - ქვილითაიას ტრანსფერით „არისმა“ ამბიციური მიზნების შესახებ გააკეთა განაცხადი #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - ქვილითაიას ტრანსფერით „არისმა“ ამბიციური მიზნების შესახებ გააკეთა განაცხადი #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გიორგი ქვილითაიას შვებულება დაუმთვრდა და ახალ კლუბს, ლიმასოლის „არისს“ ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდება. ფეხბურთელი თავიდან ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს – ინფორმაციას გამოცემა Sigmalive-ი ავრცელებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის „არისში“ გადასვლა გუნდის ამბიციის ზრდაზე მეტყველებს.

„გიორგი ქვილითაიას „არისში“ გადასვლა მნიშვნელოვანი ამბავია, რითიც კლუბმა ახალი  და ამბიციური მიზნების შესახებ გააკეთა განაცხადი. გუნდს ახალი ფეხბურთელების დამატება გამოცდილებასა და ინდივიდუალურ სიძლიერეს მატებდა, თუმცა ქვილითაიას ტრანსფერი აჩვენებს, რომ „არისს“ შეუძლია, უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს და ამბიციური მიზნები დაისახოს.

ქართველი თავდამსხმელის დამატება ტაქტიკურ სიახლეებსაც გამოიწვევს. „არისის“ მწვრთნელმა, ალექსეი სპილევსკიმ ცოტა ხნის წინ 31 წლის ფეხბურთელის შესახებ თქვა, რომ ქვილითაია შეტევაში „არისის“ თამაშს სიახლეებს შემატებს, განსაკუთრებით იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ღრმა დაცვიდან თამაშობენ. როგორც ჩანს, სპილევსკიმ სწორად გააანალიზა გასული სეზონის ტაქტიკური შეცდომები და მის გამოსწორებას შეეცდება“, – წერს გამოცემა sigmalive-ი.