კვიპროსული გამოცემა - ქვილითაია კარგი რეალიზაციით ვერ გამოირჩეოდა #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - ქვილითაია კარგი რეალიზაციით ვერ გამოირჩეოდა #1TVSPORT

ქვილითაიასა და სხვა თავდამსხმელების დაბალი შედეგიანობა „აპოელის“ წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა sport-fm წერს.

„ფაქტია, რომ „აპოელს“, დაცვითი ფუნქციის გაუმჯობესების გარდა, საბოლოო ძალისხმევის ეფექტურობის პრობლემაც აქვს. ნიქოზიელებმა კვიპროსის ჩემპიონატის პირველ რვა მატჩში რვა გოლი გაიტანეს, მაგრამ მხოლოდ ეს ციფრები არაფერს ამბობს, რადგან გუნდი რეალურად ბევრ საგოლე მომენტს ქმნის, თუმცა ვერ იყენებს“, – წერს გამოცემა.

ამის დასტურად, sport-fm საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს.

სოფრონის ავგუსტისის გუნდმა კარში სულ 66-ჯერ დაარტყა, საიდანაც მიზანს მხოლოდ 31-მა მიაღწია, გოლით კი 8 დასრულდა. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია – 26 პროცენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ „აპოელის“ თავდამსხმელები უფრო ეფექტურები გახდებიან“.

sport-fm კონკრეტულად თავდამსხმელების თამაშს შეეხო.

მაგლიცა და ქვილითაია კარგი რეალიზაციით ვერ გამოირჩეოდნენ. ჯერჯერობით, მხოლოდ ამ უკანასკნელს აქვს გატანილი. რაც უფრო უცნაურია, გუნდის ბომბარდირი ორი გოლით მცველი ანდრეას კარო გახდა. დანარჩენი სოუზამ, ოქრიაშვილმა და სავიჩმა გაიტანეს, ორიც მეტოქეთა (არისის და დოქსას) მცველების ავტოგოლია. ეს არის ერთ-ერთი რამ, რისი გაუმჯობესებაც „აპოელის“ მწვრთნელს სურს“.