კვიპროსული გამოცემა - არსებობს რისკი, რომ ანანიძემ ტრავმის გამო დაისვენოს
კვიპროსული გამოცემა - არსებობს რისკი, რომ ანანიძემ ტრავმის გამო დაისვენოს

ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩამდე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის არც თუ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. შესაძლოა, ჯანო ანანიძე ისევ ტრავმირებულია – ცნობას კვიპროსული გამოცემა Cyprustimes ავრცელებს.

მცირე წერილი გამოცემამ ასე დაასატაურა – „განგაში ანანიძის გამო“. წერილშ კი ვკითხილობთ.

„ჯანო ანანიძე ტრავმის პრობლემის წინაშე დგას და „ანორთოსისში“ მისი პრობლემის მასშტაბებით შეშფოთებულები არიან. ქართველმა სამედიცონო გამოკვლევები უკვე გაიარა და ფამაგუსტას გუნდი ელოდება შედეგებს, რომ გადაწყვიტოს, თუ როგორ იმოქმედოს. თუმცა, პირველადი შეფასებები განსაკუთრებით სასიამოვნო არ არის და არსებობს იმის რისკი, რომ თემურ ქეცბაიამ, შესაძლოა, თანამემამულე დიდი ხნის განმავლობაში დაკარგოს“ – წერს Cyprustimes.

თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში ლარნაკას აეკ-ი 3:0 დაამარცხა. „ანორთოსისის“ ძირითად შემადგემლობაში ოთხმა ქართველმა ითამაშა, მათ შორის, ჯანო ანანიძემ, რომელიც ქეცბაიამ 55-ე წუთზე შეცვალა.