კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავებიან
კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავებიან

კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ლიმასოლში, სამშენებლო კომპანიაში სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე იყვნენ დასაქმებული.

სასამართლომ მათ რვადღიანი პატიმრობა შეუფარდა. საიმიგრაციო სამსახურმა არალეგალურად მყოფი პირები სამშენებლო კომპანიის ობიექტზე აიყვანა.