კვიპროსში კორონავირუსის ახალი შტამის 12 შემთხვევა დადასტურდა
კვიპროსში კორონავირუსის ახალი შტამის 12 შემთხვევა დადასტურდა

კვიპროსში კორონავირუსის ახალი შტამის 12 შემთხვევა დადასტურდა. ყველა ინფიცირებული დიდი ბრიტანეთიდან კვიპროსზე ახლახანს ჩავიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლოს სამი კვირის განმავლობაში კვიპროსზე ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა. ყოველდღიურად კუნძულზე „კოვიდ-19“-ის 600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

სულ კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე კვიპროსზე კორონავირუსით 23 445 ადამიანი დაინფიცირდა. 129 პაციენტი გარდაიცვალა.