კვიპროსში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ
კვიპროსში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

კვიპროსში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ. სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავება ცხრა კანდიდატს სურს. მათგან უმთავრესი ფავორიტები კვიპროსის მოქმედი ლიდერი ნიკოკას ანასტასიადისი, ოპოზიოციონერი მემარცხენე სტავროს მალასი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნიკოლას პაპადოპულოსია.

პოლიტოლოგების პროგნოზითა და სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, კენჭისყრის პირველ ტურში 50%-ზე მეტი მოქალაქის მხარდაჭერას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს და მეორე ტური დაინიშნება.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება 550 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს. აღსანიშნავია, რომ კვიპროსში მოქმედი კანონმდებლობით, ის მოქალაქეები, რომლებიც რეგულარულად არ მონაწილეობენ არჩევნებში, 350 ევროთი ჯარიმდებიან.
არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.