კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოს ანასტასიადისმა გაიმარჯვა

07:43, 05.02.2018

კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა გაიმარჯვა. 71 წლის კონსერვატორმა ლიდერმა მორიგი ხუთწლიანი ვადა არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებით მოიპოვა.

ანასტასიადისმა მემარცხენე სტავროს მალასი ხმათა 56%-ით დაამარცხა. სტავროს მალასი ჯანდაცვის მინისტრი იყო, რომლის კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე კომუნისტურმა „მშრომელი ხალხის პროგრესულმა პარტიამ“ წარადგინა.

ამომრჩეველთა აქტივობამ არჩევნებზე 73% შეადგინა.

მსგავსი