კვიპროსის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - გვსურს, საქართველოსთან თავი მაქსიმალურად კარგად გამოვავლინოთ #1TVSPORT
კვიპროსის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოსთან 15 ივნისს დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კონსტანტინოს მაკრიდისმა კი მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მზადება საქართველოს წინააღმდეგ ამხანაგური მატჩამდე ყოველდღიური ვარჯიშით გრძელდება. ჩვენი 21-წლამდე ნაკრებისთვის ეს მატჩი ოფიციალური თამაშებისთვის მზადების ნაწილია. კონსტანტინოს მაკრიდისს ექნება შესაძლებლობა, ძლიერ გუნდთან თამაშით სასარგებლო დასკვნები გამოიტანოს“, – წერს გამოცემა athlitiki.
„გვინდა, ვიყოთ მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ და ყველა მეტოქეს ბრძოლა გავუმართოთ. საქართველო საკმაოდ კარგი გუნდია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. ამიტომ გვსურს, თავი მაქსიმალურად კარგად გამოვავლინოთ“, – განაცხადა კვიპროსის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა.
ამხანაგური მატჩი თბილისში 15 ივნისს გაიმართება და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრა იქნება. ფინალურ ეტაპს საქართველო რუმინეთთან ერთად მასპინძლობს, პირველი მატჩი 21 ივნისს არის დაგეგმილი. ჩვენი ნაკრები პირველ ჯგუფში პორტუგალიას „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.