კვერკველიამ ჩემპიონთა ლიგაზე შეუცვლელად ითამაშა - „ლოკომოტივმა“ პირველად მოიგო
საბა კვერკველიას გუნდმა, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ საკუთარ არენაზე,0 თურქული „გალათასარაი“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო.
გუნდთან ერთად პირველი წარმატება იზეიმა საბა კვერკველიამაც – საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ტრადიციულად. რუსული რკინიგზის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ამ შეხვედრის შემდეგ, „ლოკომოტივმა“ 3 ქულა დააგროვა, მაგრამ პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა, „გალათასარაის“ კი ამის შანსი წაართვა.