კვეკვესკირმა ვაისს მადლობა გადაუხადა - თქვენთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო
კვეკვესკირმა ვაისს მადლობა გადაუხადა - თქვენთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო

ნიკა კვეკვესკირმა ინსტაგრამის გვერდზე ვლადიმირ ვაისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს მიმართა.

„მადლობა, მისტერ! ყველაფრის მიუხედავად, არასოდეს დამავიწყდება ის, რაც თქვენ და თქვენი სტაფის წევრებმა ჩვენთვის გააკეთეთ! თქვენთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივი იყო! მადლობა“, – წერს ნიკა კვეკვესკირი.

ნიკა კვეკვესკირი საქართველოს ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს. ის პირველად ნაკრებში კახა ცხადაძემ მიიწვია. 28 წლის ნახევარმცველმა ეროვნული გუნდის ფორმით 25 მატჩი ჩაატარა. ნიკა სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ფორმაციის ნაკრების შეუცვლელი მოთამაშე გახდა.

აქვე ვიტყვით, რომ ვლადიმირ ვაისმა წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა: „ჩემი სამწვრთნელო შტაბის სახელით, მადლობას გიხდით ერთად გატარებული წლებისთვის“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nika Kvekveskiri (@nkvekveskiri)