კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა და შესაძლოა, ის მოედანს მალე დაუბრუნდეს – ეს საქართველოს პირველ არხთან 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ განაცხადა.
ყაზანის „რუბინის“ 18 წლის ქართველი ლეგიონერი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში უნგრეთთან მოგებაში (2:4) დაეხმარა და თავისი ეფექტური გოლითაც დაეხმარა. მაგრამ პირველივე შეხვედრაში დაშავდა და გუნდს ყაზახეთთან (3:1) და ჯგუფში ფავორიტ ხორვატიასთან (2:0) ვერ დაეხმარა.
„კვარაცხელიას სერიოზული არაფერი სჭირს. უნგრეთთან ცხვირი გაიტეხა, მაგრამ ქირურგიული ჩარევაც არ დასჭირვებია და ბოლო ტურში ხორვატიასთან თამაშიც შეეძლო, მაგრამ შეხვედრაში აღარ გავრისკეთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან რამაზ სვანაძე.
შეგახსენებთ, რომ ყაზანის „რუბინის“ 18 წლის ქართველი ლეგიონერი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. მან ეს გასულ სეზონზე მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფორმით მოახერხა.