კვარაცხელიას საგოლე და დავითაშვილის პრიზი - „რუბინმა“ პირველი შეკრება დაასრულა
კვარაცხელიას საგოლე და დავითაშვილის პრიზი - „რუბინმა“ პირველი შეკრება დაასრულა
ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში, რომელმაც თურქეთში ზამთრის პირველი მოსამზადებელი შეკრება სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანთან“ ამხანაგური მატჩით დაასრულა.
 
ყაზანელებმა 2:1 მოიგეს. ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი, ხოლო მეორე ტაიმში მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომლის გადაცემითაც 66-ე წუთზე „რუბინმა“ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
შეკრების შემდეგ „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ და მისმა სამწვრთნელო სტაფმა პირველი შეკრების საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს – „რუბინი“ ოფიციალური გევრდის ცნობით, დავითაშვილი მწვრთნელებმა მესამე ადგილზე დაასახელეს და ფულადი პრემიაც გადასცეს – 300 დოლარი.
დატოვე კომენტარი