კვარაცხელიას „რუბინმა“ ვერ მოიგო, დავითაშვილის „არსენალი“ დამარცხდა, კორეელი მწვრთნელს ზურგზე შეახტა #1TVSPORT
კვარაცხელიას „რუბინმა“ ვერ მოიგო, დავითაშვილის „არსენალი“ დამარცხდა, კორეელი მწვრთნელს ზურგზე შეახტა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო, ზურიკო დავითაშვილმა კი ტულის „რასენალში“ შეუცვლელად ითამაშა – ეს რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ტურის შეხვედრაში მოხდა.

ლეონიდ სლუცკის გუნდმა საშინაო არენაზე სამარის „კრილია სოვეტოვს“ უმასპინძლა. 20 წლის ქართველი თავდამსხმელი ინტენსიური თამაშების შემდეგ დაასვენეს. მაგრამ მეორე ტაიმში გუნდს მისი დახმარება დასჭირდა და მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.

მთავარი მოვლენები ამის შემდეგ მოხდა – 59-ე წუთზე ანგარიში სამარელთა თავდამსხმელმა ივან სერგეევმა გახსნა. მაგრამ 63-ე წუთზე ყაზანელთა კორეელმა ნახევარმცველმა ხვან ინ ბომმა წონასწორობა აღადგინა და გოლი უცნაურად აღნიშნა – მწვრთნელს ზურგზე შეახტა.

მოედანზე შესული კვარაცხელია შეტევების გამწვავებას შეეცადა, 89-ე წუთზე ეფექტურად მცველებს გაცდა და კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა, შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.

დავითაშვილმა ტულის „არსენალში“ „კრასნოდართან“ გასვლითი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ქართველი შემტევი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. რამდენჯერმე თამაში გაამწვავა, 59-ე წუთზე კი კარის წინ ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა თანაგუნდელი, რომელმაც მოახერხა და ბურთი მცველს გაარტყა. შეხვედრა „კრასნოდარმა“ 3:2 მოიგო.