კვარაცხელიას მისი ოცნების გუნდი აკვირდება - ამაში ფაბრიციო რომანო დარწმუნებულია #1TVSPORT
კვარაცხელიას მისი ოცნების გუნდი აკვირდება - ამაში ფაბრიციო რომანო დარწმუნებულია #1TVSPORT

ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესს მადრიდის „რეალი“, „პსჟ“ და „მანჩესტერ სიტი“ თვალს ადევნებენ – ამას ცნობილი ჯურნალისტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, ინფორმაციას კი გამოცემა 90min ავრცელებს.

„მადრიდის „რეალმა“, „პარი სენ-ჟერმენმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ გაგზავნეს სკაუტები და შუამავლები, რათა დააკვირდნენ „ნაპოლის“ სუპერვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესს. ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში „ნაპოლში“ გადასვლის შემდეგ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ახალი სეზონის შესანიშნავი დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც.

კვარაცხელია „ნაპოლიმ“ ზაფხულში იყიდა ბათუმის „დინამოდან“, სადაც „რუბინიდან“ წლის დასაწყისში გადავიდა – მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო კონტრაქტი გააუქმა. 21 წლის ფეხბურთელი სერია A-ში მარტივად შეეჩვია და მისი ათმილიონიანი კონტრაქტი სარფიან გარიგებად აქცია. კვარაცხელიას უკვე უკავშირებენ 2023 წელს შესაძლო მსხვილ გარიგებას, მაგრამ წყაროებმა 90min-ს განუცხადეს, რომ არც ის და არც „ნაპოლი“მომდევნო 12 თვეში ტრანსფერს არ განიხილავენ. არ არის გამორიცხული, ფორვარდს შესთავაზონ ახალი გარიგება ამ ინფორმაციის გატვალისწინებით, მოლაპარაკებით კი ორივე მხარე დაინტერესებულია – შესაძლოა, ეს მაშინვე მოხდეს, როგორც კი მსოფლიო ჩემპიონატის გამო საკლუბო პაუზა დაიწყება.

კვარაცხელიამ თქვა, რომ „ნაპოლიში“ ყოფნით კმაყოფილია, მაგრამ არის საგულისხმო ფაქტები, რომლებიც მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტისთვის“ შეიძლება საინტერესო იყოს. კვარაცხელია ამბობს, რომ „სიტის“ ლეგენდა გიორგი ქინქლაძე მისი ბავშვობის მაგალითი იყო, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ „რეალის“ გულშემატკივარია. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ დიდ კლუბში თამაშის ოცნება უკვე აისრულა“, – წერს გამოცემა 90min.

იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება კვარაცხელიასადმი ინგლისელთა ინტერესზე:

დაინტერსებულები არიან „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, ასევე „ტოტენჰემი“, რომელიც კვარაცხელიას შეძენას ჯერ კიდევ 2020 წელს გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტე ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს. თუმცა, ფაბრიციო რომანოს თქმით, შანსები, რომ იანვარში კვარაცხელია რომელიმე კლუბმა შეიძინოს, ძალიან მცირეა“.

გამოცემა teamtalk ფაბრიციო რომანოს სიტყვებს იშველიებს: 

„ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას „ნაპოლი“ არ გეგმავს. ისინი სეზონის შესანიშნავი დაწყების შემდეგ ბედნიერები არიან. ამჟამად მას ყველა ტოპ ევროპული კლუბი აკვირდება, მაგრამ მოლაპარაკებები და გაფართოებული დისკუსიები არ მიმდინარეობს“.