კვარაცხელიას კონტე ან გასპერინი გაწვრთნის - „ნაპოლი“ მწვრთნელის დანიშვნას ჩქარობს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ანტონიო კონტე ან ჯან-პიერო გასპერინი გაწვრთნის – ინფორმაციას SKY sport-ის ჟურნალისტი მასიმო უგოლინი ავრცელებს.
„ახლა „ნაპოლის“ სათადარიგოთა სკამზე ორი მწვრთნელის კანდიდატურა განიხილება – ანტონიო კონტე ან ჯან პიერო გასპერინი. ისინი „ნაპოლის“ პრეზიდენტ დე ლაურენტისისთვის სტეფანო პიოლისა და ვინჩენცო იტალიანოზე სასურველი კანდიდატები არიან.
კონტეს და გასპერინის შეუძლიათ მოთამაშეების სტიმულირება ყველა თვალსაზრისით, რაც მწვრთნელისთვის გადამწყვეტი მახასიათებელია. თუმცა, თუ ორივე უარს იტყვის, საინტერესოა იტალიანოსა და პიოლის ვარიანტები, რადგან ნეაპოლელებისთვის მომხიბვლელი მათი ტაქტიკური მიდგომებია.
ფაქტია, რომ კონტე ელოდება პროექტის წარმოდგენას, რომელიც „ნაპოლიში“ სურთ განახორციელონ. გასპერინი კი „ატალანტასთან“ ერთად ორ ფინალს ელის – იტალიის თასსა და ევროპა ლიგაზე, მაგრამ გასაგებია, რომ ბერგამოში გუნდის მფლობელებთან საუბარი დაასრულა.
ასე რომ, ჯერ „ნაპოლიში“ მწვრთნელის საკითხი კიდევ გაურკვევლობას იწვევს, მაგრამ გუნდის მეპატრონეს სურს, საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდეს და დროულად იცოდეს, ახალი სეზონიდან კლუბს ვის ჩააბარებს“, – ამბობს ცნობილი ჟურნალისტი.