კვარაცხელიას გოლი უეფა-მაც გამოარჩია - ერთა ლიგის ულამაზესი მომენტები (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო გოლებში მოხვდა – საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელის გოლი უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.
ამ შემთხვევაში, უეფა-მ ოქტომბერში გამართული ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში გატანილი საუკეთესო გოლები შეარჩია. სიაში ზოგიერთი მოთამაშის ორი გოლი მოხვდა.
13. ერლინგ ჰოლანდი, ნორვეგია – რუმინეთი
12. რობერტ სკოვი, ისლანდია – დანია
11. ერან ზაჰავი, სლოვაკეთი – ისრაელი
10. არვიდას ნოვაკოვასი, ლიტვა-ბელარუსი
9. სერჟ გნაბრი, გერმანია – შვეიცარია
8. დანიელ სინანი, მონტენეგრო – ლუქსემბურგი
7. ნიკოლა ვლაშიჩი, ხორვატია – საფრანგეთი
6. ხვიჩა კვარაცხელია, ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო
5. ჰაკან ჩალჰანღლუ, თურქეთი – სერბეთი
4. რენო ფროილერი, გერმანია – შვეიცარია
3. ერან ზაჰავი, სლოვაკეთი – ისრაელი
2. ანტუან გრიზმანი, ხორვატია – საფრანგეთი
1. ერლინგ ჰოლანდი, ნორვეგია – რუმინეთი
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მეხუთე შეხვედრა ჩაატარა, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი გოლი გაიტანა და პირველივე დაუფასდა.