კვარაცხელიას გოლი უეფა-მაც გამოარჩია - ერთა ლიგის ულამაზესი მომენტები (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო გოლებში მოხვდა – საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელის გოლი უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

ამ შემთხვევაში, უეფა-მ ოქტომბერში გამართული ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში გატანილი საუკეთესო გოლები შეარჩია. სიაში ზოგიერთი მოთამაშის ორი გოლი მოხვდა.

13. ერლინგ ჰოლანდი, ნორვეგია – რუმინეთი

12. რობერტ სკოვი, ისლანდია – დანია

11. ერან ზაჰავი, სლოვაკეთი – ისრაელი

10. არვიდას ნოვაკოვასი, ლიტვა-ბელარუსი

9. სერჟ გნაბრი, გერმანია – შვეიცარია

8. დანიელ სინანი, მონტენეგრო – ლუქსემბურგი

7. ნიკოლა ვლაშიჩი, ხორვატია – საფრანგეთი

6. ხვიჩა კვარაცხელია, ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო

5. ჰაკან ჩალჰანღლუ, თურქეთი – სერბეთი

4. რენო ფროილერი, გერმანია – შვეიცარია

3. ერან ზაჰავი, სლოვაკეთი – ისრაელი

2. ანტუან გრიზმანი, ხორვატია – საფრანგეთი

1. ერლინგ ჰოლანდი, ნორვეგია – რუმინეთი

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მეხუთე შეხვედრა ჩაატარა, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი გოლი გაიტანა და პირველივე დაუფასდა.