კვარაცხელიას ფანი მსახიობებშიც გამოუჩნდა - ხვიჩა გასაოცარია, მას ლიგის საუკეთესოთა სამეულში დავაყენებ #1TVSPORT
კვარაცხელიას ფანი მსახიობებშიც გამოუჩნდა - ხვიჩა გასაოცარია, მას ლიგის საუკეთესოთა სამეულში დავაყენებ #1TVSPORT

ცნობილმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა მსახიობმა სერგეი სვეტლაკოვმა დაასახელა რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სამი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაასახელა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც გამოარჩია.

აზმუნი ძალიან ნიჭიერია. ვფიქრობ, ის საუკეთესოა ჩვენს ჩემპიონატში. მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიას დავაყენებ, ხოლო მესამეზე მეკარე აკინფეევია, ის ჯერ კიდევ საოცარ ფორმაშია“, – თქვა სერგეი სვეტლაკოვმა.

ცნობილმა მსახიობმა სინანული არ დამალა იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ნატურალიზაცია და რუსეთის ნაკრებში გადაბირება ვერ მოხერხდა.

„კვარაცხელია გასაოცარია. აი, ვის არ აწყენდა რუსული პასპორტი! გაურკვეველია, რას აკეთებდნენ „ლოკომოტივში“, მოლაპარაკებები ხომ იყო“, – აცხადებს სვეტლაკოვი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ აიყვანეს, მაგრამ მისი ტრანსფერი გამოსყიდვას არ ჩქარობდნენ და ქართველი თავდამსხმელი ყაზანის „რუბინში“ გადავიდა.