კვარაცხელიამ ძირითადში ითამაშა, მიქაუტაძე „ვილიარეალში“ შეცვლაზე გამოჩნდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში „სტრასბურს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.
ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველი თავდამსხმელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
„ჯვაროსნების“ კაპიტანი 63-ე წუთზე შეცვალა დემბელემ, რომელმაც ზაბარნისა და დუესთან ერთად წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაში შემოატრიალა.
7 ტურის შემდეგ პსჟ-მა 14 ქულა დააგროვა და მეექვსე პოზიციიდან მეორეზე გადაინაცვლა.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში „ელჩე“ მიიღო და ქულას დასჯერდა – 0:0.
მოედანზე 66-ე წუთზე შესული „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი ამჯერად გუნდს გოლით ვერ დაეხმარა.