კვარაცხელიამ დიდებული კლუბის მიმართ პატივისცემა გამოავლინა - იტალიური გამოცემა „ენფილდზე“ ხვიჩას ჟესტს გამოეხმაურა [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიამ დიდებული კლუბის მიმართ პატივისცემა გამოავლინა - იტალიური გამოცემა „ენფილდზე“ ხვიჩას ჟესტს გამოეხმაურა [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიური გამოცემა corriere dello sport-ი ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას საქციელზე წერს, რომელმაც „ენფილდის“ გასახდელიდან გამოსვლისას „ლივერპულის“ ლოგო დაინახა და მას შეგნებულად აუარა გვერდი. ამით ქართველმა ფეხბურთელმა დიდი კლუბის მიმართ პატივისცემა გამოავლინა.

კვარაცხელიას ჟესტმა „ნაპოლის“ გულშემატკივრები აღაფრთოვანა.

ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ენფილდზე“, „ლივერპულთან“, სეზონის პირველი მარცხი განიცადა 0:2, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავა.

„ნაპოლის“, განსაკუთრებით კი კვარაცხელიას, მეტოქეს მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა. ინგლისელი მცველების მთელი ყურადღება ქართველზე იყო კონცენტრირებული, ხვიჩამ მოლოდინი მორიგი კარგი თამაშით გაამართლა.

ქართველმა ფეხბურთელმა თავი მხოლოდ ამით არ გამოიჩინა. მან შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ჟესტით, რომელიც, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ჩვენ უკვე გავიცანით კვარაცხელია მოედანზე, მაგრამ ქართველმა მოედნის მიღმა ქცევითაც აპლოდისმენტები დაიმსახურა. ჟურნალისტმა პეპე ანარუმამენფილდზე​​ქართველის საქციელი ვიდეოზე აღბეჭდა.

ხვიჩამ დაინახა, რომ „ლივერპულის“ ლოგოზე ფეხს ადგამდა და პატივისცემის ნიშნად მას გვერდი აუარა. რამდენიმე წამის შემდეგ მისმა გუნდელებმა, პოლიტანომ და ოლივეირამაც იგივე გააკეთეს.

ეს იყო ღირსეული საქციელი, რომელიც აჩვენებს მოთამაშის პატივისცემას დიდებული კლუბის ისტორიის მიმართ და მის კარგ აღზრდაზე მეტყველებს“ – წერს corriere dello sport.