ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი ჩინებული თამაშით განაახლა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 11 გამორჩეული მოთამაშე ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ანალიზის გვერდმა, „სოფასქორმა“ შეადგინა.
რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ გასვლაზე უშუალო კონკურენტი, ეკატერინბურგის „ურალი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 18 წლის ფეხბურთელმა 39-ე წუთზე ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 56-ე წუთზე ისეთი საგოლე გადაცემა გააკეთა, შესაძლოა გოლსაც კი სჯობდა და „რუბინი“ 2:1 დააწინაურა.
„სოფასქორმა“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 10-ქულიან სისტემაში 8,2 ქულით შეაფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.