კვარაცხელია ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
კვარაცხელია ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი ჩინებული თამაშით განაახლა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 11 გამორჩეული მოთამაშე ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ანალიზის გვერდმა, „სოფასქორმა“ შეადგინა.

რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ გასვლაზე უშუალო კონკურენტი, ეკატერინბურგის „ურალი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 18 წლის ფეხბურთელმა 39-ე წუთზე ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 56-ე წუთზე ისეთი საგოლე გადაცემა გააკეთა, შესაძლოა გოლსაც კი სჯობდა და „რუბინი“ 2:1 დააწინაურა.

სოფასქორმა“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 10-ქულიან სისტემაში 8,2 ქულით შეაფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.