კვარაცხელია ოქტომბრის საუკეთესო გოლების ნომინანტებშია - გამოკითხვა გრძელდება (ვიდეო)
რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ოქტომბრის საუკეთესო გოლის კანდიდატები დასახელა და ნომინანტთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა რუსეთის პრემიერლიგის მე -10 ტურში გროზნოს „ახმატს“ „აკ ბარს არენაზე“ გაუტანა. 19 წლის ქართველმა ლეგიონერმა 53-ე წუთზე მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრთან აართვა, მეორეს სისწრაფეში გაცდა, დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.
ნომინანტებში კიდევ ერთი ქართველი დაასახელეს – მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი, რომელმაც თავი ეკატერინბურგის „ურალთან“ მატჩში გამოიჩინა.