კვარაცხელია ოქტომბრის საუკეთესო გოლების ნომინანტებშია – გამოკითხვა გრძელდება (ვიდეო)

20:54, 03.11.2020

რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ოქტომბრის საუკეთესო გოლის კანდიდატები დასახელა და ნომინანტთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა რუსეთის პრემიერლიგის მე -10 ტურში გროზნოს „ახმატს“ „აკ ბარს არენაზე“ გაუტანა. 19 წლის ქართველმა ლეგიონერმა 53-ე წუთზე მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრთან აართვა, მეორეს სისწრაფეში გაცდა, დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

ნომინანტებში კიდევ ერთი ქართველი დაასახელეს – მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი, რომელმაც თავი ეკატერინბურგისურალთან“ მატჩში გამოიჩინა.

მსგავსი