გოლი, რომელიც ყაზანის „რუბინის“ ქართველმა მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, პრემიერლიგის ივნისის საუკეთესო გოლების ნომინაციაში მოხვდა.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანური კლუბისა თავდამსხმელმა ულამაზესი გოლით თავი პრემიერის ლიგის 23-ე ტურის მატჩში ეკატერინბურგის „ურალთან“ გამოიჩინა. 19 წლის კვარცხელიას გარდა, ნომინაციაში კიდევ შვიდი მოთამაშე დაასახელეს.
კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი „ურალს“ 20 ივნისს ეკატერინბურგში გაუტანა. მასპინძელთა სასარგებლოდ ანგარიში 1:0 იყო, როდესაც „რუბინის“ ფეხბურთელმა კუთხური ჩააწოდა და კვარაცხელიამ ბურთი კარში ეფექტური „მაკრატელათი“ გააგზავნა.
საუკეთესო გოლი გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, რომელიც სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე“-ში, რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს.