კვარაცხელია ივნისის საუკეთესო გოლის ავტორებშია (ვიდეო)
გოლი, რომელიც ყაზანის „რუბინის“ ქართველმა მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, პრემიერლიგის ივნისის საუკეთესო გოლების ნომინაციაში მოხვდა.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანური კლუბისა თავდამსხმელმა ულამაზესი გოლით თავი პრემიერის ლიგის 23-ე ტურის მატჩში ეკატერინბურგის „ურალთან“ გამოიჩინა. 19 წლის კვარცხელიას გარდა, ნომინაციაში კიდევ შვიდი მოთამაშე დაასახელეს.
კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი „ურალს“ 20 ივნისს ეკატერინბურგში გაუტანა. მასპინძელთა სასარგებლოდ ანგარიში 1:0 იყო, როდესაც „რუბინის“ ფეხბურთელმა კუთხური ჩააწოდა და კვარაცხელიამ ბურთი კარში ეფექტური „მაკრატელათი“ გააგზავნა.
საუკეთესო გოლი გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, რომელიც სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე“-ში, რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს.
დატოვე კომენტარი