კვარაცხელია ისტორიაში შევიდა - ქართველი „რუბინის“ საიუბილეო 2700-ე გოლის ავტორია #1TVSPORT
„რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში გასვლაზე „უფა“ 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანური კლუბის ფორმით რუსეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი ჩაიწერა და საკუთარი თავი გუნდის ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაწერა.
30-ე წუთზე შესრულებული საგოლე გადაცემის შემდეგ, 42-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ყაზანელთა უპირატესობა გაზარდა 2:0. ეს გოლი „რუბინის“ ისტორიაში საიუბილეო გოლი აღმოჩნდა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.
„მეორე გოლი „უფასთან“, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მიხეილ კოსტიუკოვის პასით გაიტანა, ქვეყნის ჩემპიონატებში „რუბინისთვის“ საიუბილეო, 2700-ე გოლი აღმოჩნდა“, – წერია ყაზანური კლუბის ვებ-გვერდზე.
„რუბინმა“ ტრადიციას არ უღალატა და ხვიჩასთან დაკავშირებული მორიგი მოვლენა კლუბის კიდევ ერთხელ მონიშნა წარწერით – „რუბინი“ ქართველის გარეშე არ არსებობს“.