კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - ტაბიძის გუნდმა უშანსოდ წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - ტაბიძის გუნდმა უშანსოდ წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ყაზანის „რუბინი“ და ხვიჩა კვარაცხელია „უფას“ ესტუმრნენ და შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს.

ყაზანელებისთვის ეს რთული თამაში იყო, რადგან „უფას“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და ქულები სჭირდებოდა. გარდა ამისა, ყაზანელებს ძალიან მოტივირებულ ბაშკირულ გუნდთან დაპირისპირება ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოუხდათ, რაც მათ საქმეს ართულებდა.

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო მასპინძელთა სასტარტოში რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე გახლდათ, რომელსაც ყაზანელთა ცენტრალური თავდამსხმელის, ჯორჯ დესპოტოვიჩის აყვანა დაევალა.

ხვიჩა აქტიური იყო და 30-ე წუთზე საგოლე შეტევა განავითარა, დენის მაკაროვს დაუგორა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა 0:1. ტაიმის ბოლოს ხვიჩა საჯარიმოში მცველმა მაისურით დაიჭირა და წაიქცა, მაგრამ არბიტრმა ამაზე თვალები დახუჭა, 39-ე წუთზე კი კვარაცხელიამ კარში დაარტყა და მეკარეს ვერაფერი მოუხერხა. მაგრამ 42-ე წუტზე საჯარიმოში თანაგუნდელისგან გადაცემა მიღო და დაუხანებლად კარში დაარტყა და ყაზანელთა უპირატესობა გაზრადა 0:2.

მეორე ტაიმში, 74-ე წუთზე ყაზანელებმა კიდევ ერთ გოლი გაიტანეს, თავი ილია სამოშნიკოვმა გამოიჩინა. მე-80 წუთზე ხვიჩა შეცვალეს, „რუბინმა“ კი საბოლოოდ 0:3 მოიგო. ყაზანელებმა 37 ქულა დააგროვეს, ისევე როგორც „ლოკომოტივმა“ და „როსტოვმა“ და ევროზონას ძალაინ მჭდროდ მოუახლოვდნენ.