კვარაცხელია ერთა ლიგის ჯგუფში საუკეთესო მოთამაშეა - სამი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის საუკეთესო მოთამაშეა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა და მხოლოდ მესამე პოზიცია დაიკავა, ჩვენი ეროვნული გუნდის მოთამაშემ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და სხვა ძლიერ მოთამაშეებს გაასწრო.
შეფასებები ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო გვერდმა WhoScored–მა დაწერა და ჯგუფის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ხვიჩა კვარაცხელიამ 7,9 ქულა მიიღო, რაც სიმბოლურში მოხვედრილი ყველა მოთამაშის შეფასებას აღემატებოდა. მეორეზე სომხეთის ნაკრების თავდამსხმელი ტიგრან ბარსეგიანია 7,4 ქულით.
C დივიზიონის მე-2 ჯგუფის სიმბოლურ გუნდში ასევე დაასახელეს თორნიკე ოქრიაშვილი (7,3 ქულა) და ვაკო ყაზაიშვილი (7,2 ქულა).
სიმბოლურ ნაკრებში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ოთხი მოთამაშე დაასახელეს, სამი – საქართველის ნაკრებიდან, ხოლო 2-2 ესტონეთის ეროვნული გუნდიდან. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში მხოვედრილი სომხეთის ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელი ალექსანდრე კარაპეტიანი თბილისშია გაზრდილი. მისი საშუალო შეფასება 6,9 ქულაა.