კვარაცხელია ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა #1TVSPORT

14:53, 22.09.2026

ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში (B2), სადაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს, ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია – ასეთია Transfermarkt-ის შეფასება.

B2 ჯგუფის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეულში საქართველოსა და უნგრეთის ნაკრების ორ-ორი მოთამაშეა, უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიას კი სიაში თითო მოთამაშე ჰყავთ.

B2 ჯგუფის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეული:

1. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „პარი სენ-ჟერმენი) – 140 მილიონი ევრო;

2. დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, „ლივერპული“) – 100 მილიონი ევრო;

3. ილია ზაბარნი (უკრაინა, „პარი სენ-ჟერმენი“) – 40 მილიონი ევრო;

4. მილოშ კერკეზი (უნგრეთი, „ლივერპული“) – 35 მილიონი ევრო;

5. გიორგი მიქაუტაძე (საქართველო, „ვილიარეალი“) – 30 მილიონი ევრო.

საქართველოს ნაკრები სექტემბერ-ოქტომბერში ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 და 28 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიასა და უკრაინას უმასპინძლებს. 2 ოქტომბერს უნგრეთს, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.

მსგავსი