კვარაცხელია და დავითაშვილი ყაზანელებს შეკრებაზე შეუერთდნენ - ხვიჩას ამბავი მალე გადაწყდება #1TVSPORT
კვარაცხელია და დავითაშვილი ყაზანელებს შეკრებაზე შეუერთდნენ - ხვიჩას ამბავი მალე გადაწყდება #1TVSPORT

„რუბინს“ ორი ქართველი ფეხბურთელი შეუერთდა – ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ყაზანში ჩავიდნენ და სეზონისთვის მზადება გუნდთან ერთად დაიწყეს.

„ნახეთ, ვინ შემოგვიერთდა!“, – დაწერა ყაზანური კლუბის პრესსამსახურმა Twitter-ზე და დაამატა ჰეშთეგი – „არ არსებობს „რუბინი“ ქართველის გარეშე“.

ყაზანური გუნდის ფეხბურთელთა ძირითადმა ნაწილმა ვარჯიში ოთხშაბათს დაიწყო. კვარაცხელია და დავითაშვილი ყაზანში „რუბინის“ პირველ საწვრთნელ შეკრებაზე ორი დღის დაგვიანებით ჩავიდნენ და ხუთშაბათს, გუნდთან ერთად ივარჯიშეს. შეკრება გუნდის ბაზაზე მიმდინარეობს.

რუსეთის პრემიერლიგის ახალი სეზონის დასრულების შემდეგ, კვარაცხელია და დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული გუნდის განკარგულებაში იყვნენ, ამიტომ მათ ნებართვა მიიღეს, რომ შეკრებაზე ცოტა მოგვიანებით ჩასულიყვნენ.

ხვიჩა კვარაცხელია, სავარაუდოდ, გუნდში ბოლო შეკრებას ატარებს, რადგან მას ევროპაში წასვლას აპირებს, მოლაპარაკებაც დაწყებულია, მაგრამ მისი გუნდში დარჩენა ბევრს სურს. მაგალითად, ახლახანს კვარაცხელიას ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა მიმართა და ურჩია, „რუბინი“ ზაფხულში არ დაეტოვებინა.