კვარაცხელია და დავითაშვილი „რუბინის“ წლის ფეხბურთელობის კანდიდატები არიან
კვარაცხელია და დავითაშვილი „რუბინის“ წლის ფეხბურთელობის კანდიდატები არიან

ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილს აქვთ შანსი, რომ ყაზანის „რუბინის“ წლის ფეხბურთელად აღიარონ.

რუსეთის პრემიერლიგის გუნდის ვებგვერდზე დაიწყო გამოკითხვა, რომლის მიზანიც 2019-2020 წლების სეზონში ყაზანის „რუბინის“ საუკეთესო მოთამაშის გამოვლენაა.

ყაზანური კლუბის ორივე ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ნომინანტებში მოხვდნენ და მათთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია – გადადით ბმულზე.

საუკეთესო მოთამაშის კანდიდატთა სიაში შევიდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც მატჩების შედეგების მიხედვით, საუკეთესოები სხვებზე უფრო ხშირად იყვნენ.

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 26 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა, ხოლო ზუკა დავითაშვილმა 25 შეხვედრაში ორჯერ გაიტანა.