კვარაცხელია-ჩაკვეტაძის დუეტს ამჯერადაც ვერ ვიხილავთ - ხვიჩა სექტემბერში ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ ფეხბურთელის მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა ილააპრაკა.
„სპორტალთან“ ინტერვიუში ცნობილმა მენეჯერმა განაცხადა, რომ მიზეზი კუნთის ტრავმაა. ჯუღელის თქმით, ყაზანის „რუბინისა“ და სამარას „კრილია სოვეტოვის“ მატჩის დროს კვარაცხელიას კუნთში ჩაარტყეს და დაშავდა.
ხვიჩა ახლა კლუბის შედგენილი სარეაბილიტაციო პროგრამით მკურნალობს, რომლის გამოც ჯერ თამაშს ვერ ახერხებს და სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვან შეხვედრებს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებ სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში, ბათუმში 2 სექტემბერს კოსოვოს ნაკრებს მიიღებს, ესპანეთს ბადახოსში ესტუმრება, 8 სექტემბერს კი სოფიაში – ბულგარეთს შეხვდება.
ეს იმ დროს, როდესაც ქართველ გულშემატკივარს პირველად გაუჩნდა იმედი, რომ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის დუეტს იხილავდა. სამწუხაროდ, ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ტრავმამ დააღალატა.