კუტალიამ სომხეთში ისევ გაიტანა - ბომბარდირი მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა [ვიდეო] #1TVSPORT
კუტალიამ სომხეთში ისევ გაიტანა - ბომბარდირი მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა [ვიდეო] #1TVSPORT

ლევან კუტალიამ სომხეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „ალაშკერტს“ საშინაო შეხვედრაში „არარატის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.

33 წლის გამოცდილმა თავდამსხმელმა თავის გამოჩენა 65-ე წუთზე შეძლო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და, როგორც შემდეგ გაირკვა, გუნდს 3 ქულა მოუტანა, მაგრამ გოლის შემდეგ მწვრთნელმა შეცვალა, რამაც ლევან კუტალიას გაოცება და უკმაყოფილება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ ბოლო ხუთ შეხვედრაში გაიტანა (სულ შვიდი გოლი) და გუნდის წინსვლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

რვა ტურის შემდეგ „ალაშკერტმა“ 19 ქულა დააგროვა და ლიდერ „პიუნიკსგადაასწრო. ქართველი თავდამსხმელი კი 9 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. მას 4 გოლით ჩამორჩება კიდევ ერთი ქართველი – „ურარტუს“ თავდამხმელი თემურ ჯიქია.