კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

13:54, 06.12.2022

კუს ტბის საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, 7-დან 9 დეკემბრამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ მერიაში.

მსგავსი