კურსკში, სოფელ გლუშკოვის მცხოვრებელთა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს
კურსკში, სოფელ გლუშკოვის მცხოვრებელთა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.
„ადგილობრივების გამგზავრების პროცესს კოორდინაციას გაუწევენ სამართალდამცველები, სამხედროები, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის ცენტრ „პატრიოტის“ თანამშრომლები. ყველას ვთხოვ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები“, – წერს სმირნოვი.
მანამდე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურსკში მცხოვრები ხალხის უმეტესობა უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. როგორც ცნობილია, ბოლო მონაცემებით, 8000-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 2 500 ბავშვია.