პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს კიმონოდან მობილური გადმოუვარდა [ვიდეო]

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა.

პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველი ანრი ეგუტიძე შვედ მეტოქეს, რობინ პაცეკს დაუპირისპირდა. მსაჯმა ორთაბრძოლა ადრეულად შეწყვიტა და ეგუტიძეს წაგება ჩაუთვალა. საქმე იმაშია, რომ ანრის კიმონოში მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, რომელიც ტატამზე გადმოუვარდა.