კუნძულ ტენერიფეზე, ტყეში ცეცხლი 1 800 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზეა მოდებული
კუნძულ ტენერიფეზე, ტყეში ცეცხლი 1 800 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზეა მოდებული

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის მასშტაბი 5-ჯერ გაიზარდა.

ამჟამად ცეცხლი 1 800 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზეა მოდებული.

ესპანური მედიის ცნობით, მეხანძრეები ჯერ ხანძრის ლოკალიზაციას ვერ ახერხებენ.

„ხანძარი ძალიან ძლიერია, ცეცხლის კონტროლს ვერ ვახერხებთ“, – განაცხადა კანარის კუნძულების ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელმა, ფერნანდო კლაფიხომ.

სტიქიის გამო ბლოკირებულია რამდენიმე გზატკეცილი, რის გამოც რამდენიმე სოფლიდან მოქალაქეების ევაკუაცია ვერ ხერხდება.

სახიფათო ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ გააღონ ფანჯრები და სახლიდან გასვლას მოერიდონ. ასევე, სპეციალისტები ურჩევენ მოქალაქეებს, ქუჩაში გადაადგილების დროს პირბადე გამოიყენონ.