კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა, დაშავებულთა ოდენობა კი, შვიდი ათასს აღწევს. სტიქიამ 540 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა.

მიწისძვრის შედეგად დაზიანებული და დანგრეულია შენობები, მათ შორის საავადმყოფოები, სასტუმროები და ეკლესიები. კორონავირუსის პანდემიის გამო საავადმყოფოებს პაციენტების მიღება უჭირთ და ექიმებს პირველადი დახმარების გაწევა საავადმყოფოების ეზოებსა და ქუჩაში უწევთ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულოვან სახელმწიფოზე შაბათს, 14 აგვისტოს მოხდა.