კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 189-მდე გაიზარდა
კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 189-მდე გაიზარდა

კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 189-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჰაიტიზე, 14 აგვისტოს მომხდარი 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 2 189 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 12 200-ს აღემატება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრის შედეგად სრულიად დანგრეულია 53 ათასამდე სახლი, ხოლო 77 ათასამდე დაზიანდა.

ჰაიტის ჯანდაცვის ფონდის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდგომი ბიძგების საშიშროების გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი გარეთ ათევს ღამეს.

გარდა ამისა, რთულია სანიტარული მდგომარეობაც, ხოლო კორონავირუსის პანდემიის გამო, საავადმყოფოები გადავსებულია და მიწისძვრით დაშავებულთა მკურნალობა მედპერსონალს საავადმყოფოს ეზოში ან ქუჩაში უწევს.