კუნძულ ბალიზე ვულკანი „აგუნგი“ ამოიფრქვა
კუნძულ ბალიზე ვულკანი „აგუნგი“ ამოიფრქვა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ერთ-ერთი უდიდესი ვულკანი „აგუნგი“ ამოიფრქვა. ვულკანის კრატერიდან ფერფლი და კვამლი ორი კილომეტრის სიმაღლეზე იფრქვევა.

გამოცხადებულია საფრთხის მესამე დონე. ხელისუფლებამ ვულკანის მიმდებარე ტერიტორია საევაკუაციო ზონად გამოაცხადა.

ბალის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ხელისუფლება ადგილობრივებსა და ტურისტებს დამცავი ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს.