კუმანმა „იუვენტუსთან“ განცდილი მარცხის მიზეზები განმარტა
კუმანმა „იუვენტუსთან“ განცდილი მარცხის მიზეზები განმარტა

კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ტურინში განცდილი მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში „ბარსელონამ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთი გაუშვა – 0:3.

„თავიდანვე არ მომეწონა მატჩის დასაწყისი, აგრესიისა და ინიციატივის გარეშე. თითქოს ვთამაშობდით იმისთვის, რომ არ წაგვეგო და გამარჯვებაზე არც ვფიქრობდით, – მოჰყავს კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის სიტყვები უეფა-ს პრესსამსახურს. – 90 წუთის განმავლობაში ჩვენ არ გვქონია მომენტი, როცა თამაშს ვაკონტროლებდით. ცუდად ვითამაშეთ დაცვაში და მატჩი პირველივ ნახევარ საათშივე დავთმეთ.

ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რა მსურს მათგან მოედენზე ვიხილო და გუნდს ვალაგებ. ამ შეხვდრაში კი ჩვენ ბევრი თავისუფალი ზონა დავტოვეთ და საკუთარ სიმაღლეზე არ გვითამაშია. „იუვენტუსი“ გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა“, – აცხადებს რონალდ კუმანი.

დატოვე კომენტარი